უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ხერსონის ოლქში, ვისოკოპოლის მახლობლად უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცევის შესახებ.
არესტოვიჩის ცნობით, რუსები ითხოვდნენ "მწვანე დერეფნის" შექმნას, რათა გამოსულიყვნენ ალყიდან.
"ჩვენ ნაწილობრივ ავიღეთ ოლგინო და თითქმის მთლიანად პოტიომკინო. ეს არის ორი დასახლება ვისოკოპოლის მარჯვნივ და მარცხნივ. იქ, ფაქტობრივად, ილოვაისკი მეორდება რუსული ჯარებისთვის, რადგან დაახლოებით ათასი მებრძოლია იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით. იმყოფებიან ტაქტიკურ ალყაში, გუშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ იქიდან გამოსულიყვნენ, ჩვენმა ცეცხლმა ჩაახშო, ისინი უკან დაბრუნდნენ და გარშემორტყმული არიან", - თქვა არესტოვიჩა.
არესტოვიჩის თქმით, ალყიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის მუდმივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ გავლა.
მისი თქმით, რუსეთის სარდლობა დემორალიზებულია იმით, რაც ხერსონში ხდება. არესტოვიჩი ამ მიღწევებს HIMARS-ისა და სხვა იარაღის წარმატებული მოქმედების შედეგს უწოდებს.