უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს. იტყობინება გამოცემა The Insider-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიის სამმა ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის სპეცდანიშნულების ასეულმა და სატანკო ასეულმა, ალყიდან თავის დასაღწევად უკრაინელი სამხედროებისგან "მწვანე დერეფნის" გახსნა ითხოვეს.
ცოტა ხნით ადრე, რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცევის შესახებ სამხედრო ექსპერტი ოლექსანდრ კოვალენკო იტყობინებოდა. მისი თქმით, ალყაში მოქცეული რუსები ხერსონის ოლქის სოფელ ვისოკოპოლესთან იყვნენ განლაგებულნი.
The Insider-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა განხორციელდა ერთდროულად ორი მიმართულებით: ოლგინო - კოსტირკა და პოტიომკინო - ნოვოვოზნესენსკოე.
ამ დროისთვის, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით, არხანგელსკოე-ზოლოტაია ბალკას ხაზის გასწვრივ.