უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რადა დაამტკიცებს კანონპროექტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
„წლის ბოლომდე პარლამენტი მიიღებს კანონებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომლებიც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ მიიღო“, – განაცახდა სეტაფნჩუკმა და დასძინა, რომ უმაღლესი რადა ამზადებს აუცილებელი კანონპროექტების სიას.
„კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე – საჭიროა შერჩევის საკონკურსო სისტემის დანერგვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, შევიტანოთ ცვლილებები ოლიგარქების შესახებ კანონში და ასე შემდეგ“, – აღნიშნა რადას სპიკერმა.
შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.