საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.
დღესვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.
კულტურის მინისტრმა წულუკიანმა სოსო გიორგაძე თავის მოადგილედ გასული წლის მარტში წარადგინა.
წარსულში სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმდჯომარე, ხოლო 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის სექტემბრამდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.