შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს გადასცემს კიდევ 4 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ახალი გზების ძიებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გულადი კაცებისა და ქალების მხარდასაჭერად, რათა უკრაინას ჰქონდეს ტექნოლოგია, საბრძოლო მასალა და საცეცხლე ძალა თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - თქვა ოსტანიმა მოკავშირეებთან ვირტუალურ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინას ეძღვნებოდა.
ამგვარად, აშშ-ს მიერ უკრაინითვის მიწოდებული HIMARS სისტემების საერთო რაოდენობა 16-ს მიაღწევს.
უკრაინისთვის დამატებით HIMARS-ის გადაცემის შესახებ 19 ივლისს განაცხადა ჯონ კირბიმ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
"ამ კვირის ბოლოს ადმინისტრაცია გამოაცხადებს იარაღისა და აღჭურვილობის შემდეგ პაკეტს უკრაინისთვის. პაკეტში შედის მეტი HIMARS, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე", - თქვა კირბიმ.
8 ივლისის მდგომარეობით, პენტაგონის მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სექტორში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას.