ბათუმში კლუბმა Sector 26 მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.
კონცერტი, რომელიც 24 ივლისს უნდა გამართულიყო, კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით აღარ შედეგება.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე მოსკოვსა და სოჭში კონცერტებს გამართავს.
გოგიტიძემ განაცხადა, რომ სოჭში 29 ივლისს იმღერებს, მოსკოვში კი - 6 აგვისტოს.