რუსეთის მიერ ბუნებრივი არის შეწყვეტის პოტენციური საფრთხის გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლის მარტის ბოლომდე უნდა შემაცირომ გაზის მოხმარება 15%-ით, 2016-2012 წლების საშუალო მოხმარებასთან შედარებით.
ეს წინადადება ევროკომისიამ წარადგინა ახალი გეგმის ფარგლებში, სახელწოდებით "დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის".
ამ დროისთვის, ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვენ ამ ნაბიჯის ნებაყოფლობით გადადგმას, მაგრამ ეს ღონისძიება შეიძლება გახდეს იურიდიულად სავალდებულო, თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას და ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტის მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის ქვეყნების მყარმა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. წინადადებას ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 22 ივლისს განიხილავენ, რის შემდეგაც, მოსალოდნელია, რომ იგი დამტკიცდება 26 ივლისს, წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების მიერ.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინემა განაცხადა, რომ საფრთხე რეალურია. მისივე თქმით, ევროპის 12-მდე ქვეყანას უკვე ნაწილობრივ ან სრულად შეუწყდა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება.