The Moscow Times-ის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ბუნაკსკში დისლოცირებული ქვედანაყოფის 300-მა სამხედრომ თვითნებურად დაყარა იარაღი და დატოვა უკრაინა.
გამოცემის ცნობით, დაღესტანში დაბრუნების შემდეგ მათ დაიწყეს კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურები.
უკრაინაში ისინი იმყოფებოდნენ თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რეპუსბლიკის" მიდამოებში და აცხადებდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ ფორმასთან და იარაღთან დაკავშირებით.
ბუნაკსკში დაბრუნებულ კონტრაქტებს, როგორც დეზერტირებს ისე, დახვდნენ. ქალაქში გაიმართა საგანგებო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, სამხედრო და პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით.
როგორც იუწყებიან, ზოგიერთი ჯარისკაცი, ახლობლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნდა.
ამჟამად, სამხედრო პროკურატურა ახორციელებს შემოწმებას, რადგან რუსეთის კანონმდებლობით, მსახურების ადგილის 10-ზე მეტი დღის განმავლობაში დატოვება, შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევდეს.
მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა სხვა რეგიონებში. კერძოდ, ფონდ "თავისუფალი ბურიატიის" ცნობით, 150 ბურიატი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა უკრაინიდან, რომლებმაც უარი თქვეს ბრძოლაზე და შეწყვიტეს კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
ფონდი იტყობინება, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც უარი თქვეს ბრძოლაზე, შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს. პასუხად, კრემლმა ფონდის ვებგვერდი დაბლოკა.