რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სჯერა უკრაინაში გამარჯვების, წერს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია გაზეთ The New York Times-ის სვეტში.
სტანოვაიას განცხადებით, ომის პირველი დღეებისგან განსხვავებით, პუტინს ახლა აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც სამი სხვადასხვა შრისგან შედგება.
"მაისის ბოლოსთვის მას სჯეროდა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინაში გამარჯვების და აქვს მოქმედების მკაფიო გეგმა, რომელიც არის სამი თოჯინის ერთგვარი "მატრიოშკა". თითოეული ასპექტი ჯდება მეორეში, რაც წარმოადგენს დიდ სქემას, რომელიც სცილდება უკრაინის ფარგლებს", - აცხადებს სტანოვაია.
პირველი მიზანი უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე კონტროლის აღებაა, ასევე ყირიმის სახმელეთო დერეფანი.
გეგმის მეორე პუნქტი კიევის კაპიტულაციაა, მესამე არის "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლობა.
სტანოვაია ვარაუდობს, რომ ადრე თუ გვიან, პუტინი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე საშიში და სასტიკი.
"თუ დასავლეთს სურს კატასტროფული შეტაკების თავიდან აცილება, მან უნდა გაიგოს, რასთან აქვს რეალურად საქმე პუტინთან დაკავშირებით", - ამბობს პოლიტოლოგი.