„ეს წერილები ივანიშვილისთვის იწერება და შესაძლოა რაღაც ნაწილისთვის მათ ვერტიკალში, მაგრამ ივანიშვილისთვის პერსონალურად“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს
მისი თქმით, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსისთვის თუ ზოგადად გონიერი ადამიანისთვის, თუ მან არ იცის საქართველოში რა ხდება, იმის შესახებ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და პრემიერმინისტრი არის უბრალოდ პოლიტიკური არარაობა, რომელიც მისი დაქირავებულია, ეს წერილები არის „საუკეთესო“ საბუთი ამისა.
„ეს წერილები ადასტურებს იმას, რასაც თითქოს აპროტესტებს.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.