საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთში გაემგზავრა. იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.