ბურჯანაძე გამოეხმაურა პარიზში მყოფ "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახალხო კრებამ 25 ნოემბერს მხარდამჭერებს იმედი გაუცრუა.
"ოქრუაშვილთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ. მენტორული ტონი, რომელსაც ის იყებენს ჩემი ხსენებისას, ნამდვილად არ უხდება. ოქრუაშვილს ბევრი შეცდომა აქვს საქართველოსთან მიმართებაში. იმედი მაქვს, "ქართული პარტია" ოპოზიციურ გზას რეალურად დაადგება. ლაპარაკობენ, ხალხი რატომ დაშალეთო. ხალხი უნდა დაშლილიყო. ჩვენ სხვასავით არ შევპირებივართ საზოგადოებას, რომ აქციაზე გამოდით და ხელისუფლება შეიცვლებაო. ეს არ იყო აქცია, ეს იყო კრება და 20 000 ათასი ადამიანით ისეთი ქმედებების კეთება, რაც ხელისუფლების შეცვლისთვის იქნება საკმარისი, არარეალურია. გარანტიები გვინდა, რომ ქმედებები დავიწყოთ. ასი ათასი კაცი რომ გამოსულიყო, თუნდაც პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, სახალხო კრება არც ერთ ემოციურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.