შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
ბლინკენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატების შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირმოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისში შეხვედრით. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სარწმუნო გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად", – წერს ბლინკენი "ტვიტერში".
16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
მანადე, მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.