აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, აშშ არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან და არ დაუშვებს ვაკუუმის შექმნა, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი და ირანი შეავსებენ. ამის შესახებ მან საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად გამართულ სამიტზე განაცხადა.
"აშშ-ს განზრახული აქვს, დარჩეს აქტიურ ჩართულ პარტნიორად ახლო აღმოსავლეთში", – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რეგიონში შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ერთი მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა და მოუწოდა კოლეგებს, დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის ქალთა უფლებები და მისცენ მათ მოქალაქეებს ღიად საუბრის საშუალება.
სამიტში მონაწილეობდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GCC-ის) წევრების - საუდის არაბეთის, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის ლიდერები.