თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია.
"მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას "ქართულმა ოცნებამ" დაავალა.
მთავარი განცხადების შინაარსია: - ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს - არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.