რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, შესაძლოა, გაანადგუროს ევროპის ეკონომიკა, თუ ისინი არ გადაიხედება ან არ მოიხსნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"თავიდან ვფიქრობდი, რომ ტყვია ფეხებში დავიხალეთ, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ევროპის ეკონომიკამ თავის თავს ფილტვებში ესროლა და ახლა იხრჩობა", - თქვა ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ ევროპელმა ლიდერებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რადგან სანქციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ევროპულ ეკონომიკას.
"სანქციები არ ეხმარება უკრაინას, მაგრამ ისინი საზიანოა ევროპის ეკონომიკისთვის და თუ ასე გაგრძელდა, ისინი მოკლავენ ევროპის ეკონომიკას. რასაც ახლა ვხედავთ, აუტანელია", - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, ბრიუსელმა უნდა აღიაროს, რომ არასწორი გათვლა გააკეთა.
"სიმართლის მომენტი უნდა დადგეს ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სანქციების პოლიტიკა დაფუძნებული იყო არასწორ ვარაუდებზე და ის უნდა შეიცვალოს", - დასძინა მან.