გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას, რადგან ეს, მისი თქმით, კიდევ უფრო დაუცველს გახდის დასავლეთს მოსკოვის შანტაჟის მიმართ.
ბერბოკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება პრობლემების მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, "მაგრამ ორჯერ უფრო გაუადვილებს [დასავლეთის] შანტაჟს".
ანალენა ბერბოკის თქმით, საერთაშორისო სამართლის ყველაზე სასტიკი ფორმით დარღვევის მიღება იქნება ერთგვარი მოწვევა მათთვის, ვინც არაფრად აგდებს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას.
ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინას, რამდენადაც და სანამდეც საჭირო იქნება.
"სწორედ ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს", - განაცხადა ბერბოკმა.