საფრანგეთმა, რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლოს ცხოვრება რუსული გაზის გარეშე, რადგან მოსკოვი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს. ამბოს სააგენტოს Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ამასთან, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, ისწავლონ ენერგიის დაზოგვა.
ენერგორესურსების ფასები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის გაჩაღებამდეც, ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა, 24 თებერვლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რამაც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მაღალი ინფლაცია გამოიწვია.
რუსული გაზი საფრანგეთის მთლიანი საჭიროების 17%-ს შეადგენს, რაც პარიზს ნაკლებად დამოკიდებულს ხდის რუსეთზე, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებს.
"სხვა ეკონომიკები, მათ შორის გერმანია, ბევრად უფრო არიან დამოკიდებულნი გაზზე და დახმარება სჭირდებათ", - თქვა მაკრონმა.
ელექტროენერგიის მზარდი გადასახადებისგან მომხმარებლების დასაცავად, გასულ წელს საფრანგეთს მთავრობამ შემოიღო ელექტროენერგიის და გაზის ფასებზე ლიმიტი, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდა.
მაკრონმა თქვა, რომ ეს ზომა შეიძლება შენარჩუნდეს "მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება".
გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზი მუშაობს რუსული გაზის ჩანასაცვლებად, მიწოდების დივერსიფიცირებაზე. საუბარია შეთანხმებებზე მიწოდების გაზრდის შესახებ ისეთ მომწოდებლებთან, როგორებიცაა ნორვეგია, კატარი, ალჟირი, შეერთებული შტატები და სხვა.
11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ "გაზპრომმა" ევროპას "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა. რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდების შეწყვეტა გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო მოხდა და გაზსადენის ექსპლუატაცია 21 ივლისს განახლდება.
ევროპაში შიშობენ, რომ "გაზპრომი" 21 ივლისის შემდეგაც არ განაახლებს გაზის მიწოდებას.
სანამ "ჩრდილოეთის ნაკადი 1" შეჩერებულია, ევროპაში რუსული გაზი ერთადერი გზით, უკრაინის გავლით მიედინება. ამ მილსადენში დღეში დაახლოებით 40 მილიონი კუბური მეტრი საწვავი გადის.