18 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ. იუწყება Bloomberg-ი.
ამ წინანადების დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 2.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.
უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარება ხორციელდება ევროკავშირის ახალი სამშვიდობო ინსტრუმენტის - ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში.
Bloomberg-ის ცნობით, ევროპის სამშვიდობო ფონდის ჭერი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ შემოდგომაზე ევროკავშირს მოუწევს გადახედოს, თუ როგორ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ამ მექანიზმის გამოყენებით.
6-მილიარდიანის ჭერის ამაღლება მოითხოვს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრებს შორის, მაგრამ ალტერნატივა არის სხვა ქვეყნების პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება.