იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.
დრაგის თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს წარუდგენს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას.
მან გადადგომის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მისმა მთავრობამ დაკარგა პოლიტიკური ძალების უმეტესობის მხარდაჭერა.
მარიო დრაგიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია „ხუთმა ვარსკვლავმა“ ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე.
ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი იტალიის კოალიციურ მთავრობას 2021 წლის თებერვლიდან მეთაურობდა.