"თავისუფალი დემოკრატების" მტკიცებით, საქართველოში უმუშევრების დონემ 30%-ს მიაღწია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგრეიშვილმა განაცხადა.
"სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, უმუშევრობის დონე უკვე 17% აღწევს ანუ დღეს ქვეყანაში 336 ათასი ადამიანი უმუშევარია, დასაქმებულთა რაოდენეობა კი 2 მილიონია, ჩვენი მონაცემებით უმუშევართა დონე 30% და 620 ათასი ადამინია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009-10 წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 23%-დან 30% გაიზარდა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, დეპუტატის მტკიცებით, შიდა პროდუქტი უკვე ქვეყნის მოსახლების 7%-საც კი ვეღარ აკმაყოფილებს.
"ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 2005-09 წლებში შემცირდა, კერძოდ კი ერთ სულ მოსახლეზე ხორბლი 44კგ-დან 17კგ-მდე შემცირდა, სიმინდი 98 კგ-დან 68 კგ.-მდე, ბოსტნეულის 102კგ-დან 43კგ-მდე, კარტოფილი 101 კგ-დან 52 კგ-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნებისი დარგი ქვეყნაში ფაქტიურად განადურებულია", - აღნიშნა ცაგრეიშვილმა.