ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგრეიშვილი გადასახადების გაზრდას აპროტესტებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფის წინაში დგას, საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით ისედაც უკიდურესად გაჭივებულ მოსახლებას გადასახადებს უზრდის.
"ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნო ლოზუნგი იყო - საქართველო სიღარიბის გარეშე, თუმცა ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება შექმნა. ამ ბატონებს ვეკითხები სად არის საქართველო სიღარიბის გარეშე მაშინ, როდესაც ხალხი იმას ფიქრობს ეს ზამთარი როგორ გადაიტანოს", - აღნიშნა ცაგრეიშვილმა.
ამის გათვალისწინებით, კი დეტუტატი პროგნოზირებს, რომ ხელისუფლება ქვეყანას "სოციალური აფეთქებამდე" მიიყვანს.