გამოვალთ მშვიდობიანად, გავაკეთებთ დიდ ალყას, გაუსვლელად რუსთაველიდან და მიტაცებულ სახელმწიფოს მშვიდობიანად დავიბრუნებთ რუსთაველიდან, - ამბობს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტვ "პირველის ეთერში.
მისი თქმით, მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს.
"ოლიგარქატი და ასეთი თავზეხელაღებული ადამიანები არ მიდიან, ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის ხელყოფაზე ჯგუფი რომ წავა და ამას მხრებზე აიღებს, ამის გაბედვას, საუკუნოვან, ამას რომ გაუბედავს ერს, ყველაფერზე წამსვლელი. ახლა ჩვენ ვსვამთ კითხვას, მაშ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ღირსეული ერები რასაც აკეთებენ მშვიდობიანად, ის უნდა გავაკეთოთ. 2003 წელს სისხლი არ დაღვრილა, შეიცვალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ოპოზიცია, რომ მან ერთი სიტყვა ვერ თქვას დასავლეთთან, რომ ოპოზიცია აყირავებს მაგიდას. ოპოზიციას არა აქვს ბერკეტი შესრულების და მაგიდას როგორ ააყირავებს?!. ამიტომ ვეუბნებით, გააკეთეთ ეს პუნქტები, ჯგუფები, მესმის სოფელში სიარული, დავდივართ კიდეც, მაგრამ ახლა, როგორ წარმოუდგენია, იგივე გიგა ბოკერიას, ჩვენ ახლა წავიდეთ, ყველამ სადღაც ვიაროთ. ფიზიკურად ნადგურდება, თავი გვეჭრება, საქართველოს პირველი პრეზიდენტი... რა ვიაროთ კაცო, ვიაროთ კი არა, ყოველ დღე ზეწოლას ვახდენთ, მეც პირადად, და ვიცი, რომ ეს ადამიანებიც მუშაობენ. უხერხულია უბრალოდ, აქ მომწონს არ მომწონს, შეიძლება ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, სირცხვილია, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. თუ ამასაც არ გააკეთებს და დაანახებს დეკლარირებულად დასავლეთს, რომ აი, მე, ხელისუფლება არაფერს არ ვაკეთებ. მერე ბატონებო, ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, იმისტებო, ამისტებო, გამოვალთ მშვიდობიანად, გავაკეთებთ დიდ ალყას, გაუსვლელად რუსთაველიდან და მიტაცებულ სახელმწიფოს მშვიდობიანად დავიბრუნებთ რუსთაველიდან. მე სხვა გზა არ ვიცი და თუ ვინმემ იცის, მიკარნახოს ბოკერიამ", - თქვა ჩარკვიანმა.