უკრაინა უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ფხენიანმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკისა" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "დამოუკიდებლობა" აღიარა.
ამავდროულად, კიევმა მკაცრად დაგმო ფხენიანის გადაწყვეტილება და შეაფასა, როგორც "უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა".
"ფხენიანის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობად, უკრაინის კონსტიტუციის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად მივიჩნევთ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, ჩრდილოეთ კორეის მიერ "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკისა" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" აღიარება "ბათილია, არ ექნება სამართლებრივი შედეგები და არ შეცვლის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს".