შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებლი ახალი რეფორმა - ადმინისტრირების გამარტივება, კარგ გადამხდელებს გარკვეულ შეღავათებსაც უწესებს. როგორც დღს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, კომპანიები რომელთაც კარგი საგადასახადო ისტორია აქვს მათი შემოწმებები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
მინისტრის თქმით, სისტემა იქნება გამჭვირვალე და ყველას ეცოდინება რატომ და რისთვის მოწმდება ესა თუ ის მეწარმე სუბიექტი.
"წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში ძალიან ბვრი რეფორმა შემუშავდა. იმისათვის, რომ პროცედურები გაგვემარტივებინა ხშირად ეს დაკავშირებული იყო საკანონმდებლო ცვლილეებთან, იყო ტექნიკური საკითხებიც. დღეს მთავრობის სხდომაზე ადმინისტრირების პოცედურების გამრტივების რეფომის პრეზენტაცია გვქონდა. ადმინისტრირება არის იძულებითი ღონისძიებები დაწყებული მიმდინარე კონტროლიდან და სალარო აპარატების შემოწმებიდან, გაგრძელებული ინვენტარიზაციითა, ქრონომეტრჟით", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, შემოსავლების სამსახურმა 2 კვირაა რაც რისკების კონტროლის პროგრამა გამართულად მუშაობს.
"ის გადამხდელები რომელიც შემოწმდბა შეირჩევა ამ პროგრამის მიხედვით. შემოწმებების 98 % ამ პროგრამით იქება შემოწმებული, მათ შორის 7 %-ია შერჩევადობა "ლატარიის პრნციპით", ხოლო დანარჩენი რისკებზეა დამოკიდებული", _ განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.