ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით სვენ მიკსერის ანგარიში მოისმინეს, განმარტა ტერმინი "დეოლიგარქიზაცია".
იუკნევიჩიენეს განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს "დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას".
"ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, შემაშფოთებელია. საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია და თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს, რას ნიშნავს ტერმინი დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიამ ახსენა, მე დავეხმარები მათ ამის გაგებაში - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ამგვარად, ეს არის რაც საქართველოს სჭირდება, რათა აღარ იყვნენ ერთი პიროვნების ტყვეობაში.
მსურს შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნახსენები იყო სანქციები და არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მინდა, ევროპული კომისიისა და სხვა ინსტიტუტების ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყრო ჩვენი რეზოლუციისკენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რათა გავათავისუფლოთ ის, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, ასეთი კრემლის მსგავსი პოლიტიკოსისგან, რაც კრემლს ეხმარება იმაში, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრობის მიღმა დატოვოს.
ჩვენ უნდა გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოების იმედი. ვნახეთ, რამდენიმე კვირის წინ, ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს დემონსტრაციას გაუკეთა ხალხმა თვითორგანიზება, ვხედავ, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს და იმედი მაქვს, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მოვესწრები იმას, რომ ისინი საკუთარ საქმეს გააკეთებენ და ამ ხალხთან ერთად ევროკავშირის ოჯახში ვიქნებით", - თქვა ევროპარლამენტარმა.