საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით ქვეყანაში მდგომარეობა არ შეიცვლება - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო გარემოს შესახებ მოლაპარაკებებით ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია.
"ეს მოლაპარაკებები ეფექტური არაა, რადგან 7 თვის განმავლობაში მხოლოდ იმის მიღწევა გახდა შესაძლებელი, რომ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. ჩვენ თუ დაველოდეთ ამ პროცესს, ხელისუფლებამ როგორც მაისში მოიგო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ანალოგიურად მოიგებს მომავალ წელლს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფების შესაცვლელად არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა საჭირო, არამედ კონკრეტული ქმედებები, რომელიც სახალხო კრებას აქვს დაგეგმილი.", - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე, ქართული ოპოზიციური პარტიების დამსახურებაა, რომლებმაც მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღო მონაწილეობა.