საქართველო სამხედრო ძალას იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არაოკუპირებულ ნაწილში შემოჭრა განხორციელდება, _ ეს განცხადება ასტანაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"იმ სიტუაციაშიც კი როდესაც რუსეთი უარს აცხადებს გაიყვანოს სამხედრო ძალა ჩვენი ტერიტორიიდან, როდესაც მოსახლეობას არ აქვს საშუალება ოკუპირებული ტერიტორიის 20 %-ზე თავის საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, როდესაც გრძელდება ადამიანის უფლებების შელახვა საქართველო გამოიყენებს თავდაცვის უფლებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი შემოჭრა განხორციელდება საქართველოს ტერიტორიის 80 %-ზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მან ახლახან ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაეროს, ეუთოს, ნატოსა, ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას გაუგზავნა.
"მე ახლახან გავუგზავნე განცხადება ამასთან დაკავშირებით გაეროსა, ეუთოსა და ნატოს გენერალურ მდივნებს, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამეტში სიტყვით გამოსვლის დროს მან "საზეიმოდ განაცხადა, რომ საქართველო არ მიმართავს ძალას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისათვის და რომ ჩვენ ოკუპაციის შესაჩერებლად და ჯარის გასაყვანად მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს მივმართავთ".