„ადამიანმა რომ არ იცოდეს სიტუაცია და უცებ გინდა რომ გაარკვიო ვითარებაში, ეს წერილი არის საუკეთესო მტკიცებულება თუ ვინ არის ღარიბაშვილისა და ყველა პოლიტიკური არარაობის პატრონი.“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
მისი თქმით, ეს წერილი არის ამ ძალიან ცუდი ამბის საბუთი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის ქართული ოცნების მამამარჩენალი და აკონტროლებს ყველაფერს.
„კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც არის დაწერილი ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამა-მარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება.
შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოცდებოდა ხოლმე მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა ამას და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ თუ რამხელა შარშია ქვეყანა”, - განაცხად გიგა ბოკერიამ.