ქართველი მეცნიერები მთის ბართან თანაბარ პარტნიორად აღირებას ითხოვენ, _ ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე მეცნიერმა კობა არაბულმა მთის შესახებ ახლაი კანონის შემუშავების აუცლებლობაზე მსჯელობისას აღნიშნა.
"პირველ რიგში უნდა მოხდეს მთის ისეთი ცენტრების თანაბარპარტნორად აღიარება, რო0გორიც თბილისი და ბათუმია. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს მთიანეთს რა პერსპექტივები და შესაძლებლობები აქვს", - აღნიშნა არაბულმა.
ამასთან, მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ პრიორიტეტულად მთა უნდა იქცეს და არა ზღვა, რადგანაც შავი ზღვა კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს ხმელთაშუა ზღვას.
"საქართველოს მთას კი გააჩნია ის პოტენციალი, რომელიც არცერთ სხვა ქვეყანას არა აქვს. ნავთობის ტანკერების ფონზე, შავი ზღვის სისუფთავის რეკლამირება სრულიად შეუძლებელია", - აღნიშნა მან.
მისივთ თქმით, მეცნიერებათა აკადემიის მიერ განხორცილებულ მრავალწლიან კვლევის შედეგად დავოსისა და შოვის პარაემეტრების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ყველა პარამეტრით შოვი დავოსს 2,5 %-ით უსწრებს.
"შოტლანდიაში რიგითი მეფის სანადირო სახლში ერთი ფინჯანი ყავა 18 ფუტი სტერლინგი ფასობს, როდესაც ერეკლე მეფის სახლმუზეუმის დათვალიერება 30 თეთრია. სწორი რეკლამის შედეგად, სრულიად შესაძლებელია ბეთლემი მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს სალოცავ ადგილად იქცეს", - აღნიშნა არაბულმა და აქვე დასძიანა, რომ მისასალებელია სვანეთში დაწყებულ საკურორტო სამუშაობი, თუმცა მთა, მხოლოდ სვანეთი არ არის და საჭიროა მთის განვითარების საკანონმდებლო რეგულაცია.