საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრა ასტანაში, ეუთოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ერთ-ერთ საკითხად პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს.
აღნიშნულის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის ყაზახ კოლეგასთან.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში ეუთოს სამიტი დღეს გაიხსნა და მასზე სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ძალის გამოყენების გარეშე მოაგვაროს კონფლიქტები, მიესალმება.