უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესახებ.
კულებას განცხადებით, ეს ბრძანება "პუტინის მტაცებლურ მადაზე მიანიშნებს".
მისივე თქმით, პუტინის ბრძანება ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
"უკრაინელებს არ სჭირდებათ პუტინის მოქალაქეობა და იძულებით მინიჭების ყოველი მცდელობა განწირულია მარცხისთვის. ეს ბრძანება უმნიშვნელოა და მხოლოდ პუტინის მტაცებლურ მადაზე მოწმობს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის დახმარების გაძლიერება. მე მოვუწოდებ პარტნიორებს მკაცრი პასუხი გასცენ პუტინის ახალ საპასპორტო ფანტაზიებს: სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინა უფრო მძიმე შეიარაღება და დააწესონ ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ", - თქვა კულებამ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ.
ბრძანების თანახმად, უკრაინელებს შეეძლებათ ისარგებლონ იმავე პროცედურით, როგორითაც სარგებლობდნენ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომელსაც დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რესპუბლიკები აკონტროლებენ.