შვედეთი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების მოლოდინშია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მივესალმებით ქვეყნის ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გვსურს და ველოთ, რომ განახლდება მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ასტანაში მიმდინარე ეუთოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში ეუთოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ორგანიზაციამ საქმიანობა უნდა გაააქტიუროს.
"ვერანაირი უსაფრთხოების ერთობა ვერ იარსებებს, თუ ყურადღება არ გამახვილდება კონფლიქტებზე და გაძლიერდება მცდელობა, გადაიჭრას ეს პრობლემები. ეუთოსთვის გამოცდა იქნება, თუ როგორ გაუმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, ნარკოტიკების პრობლემებსა და კიბერუსაფრთხოებას... ნდობის ხარისხი ჩვენს პარტნიორებს შორის არ აღდგება მანამ, სანამ ჩვენ არ გადავწყვეტთ საქართველოს კონფლიქტებს და მთიანი ყარაბაღის საკითხს. მეორე, რაც გვჭირდება ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს. დღევანდელი ჩვენი სამიტი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ეს გზავნილები პოლიტიკოსებმა მიიღონ", - განაცხადა ბილდტმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ეუთოს სამიტი მიმდინარეობს.