კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პრამილა პატენის თქმით, ურაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ უკვე დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა.
ამასთან, პატენი ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და აშკარად არ ასახავს ომის პირობებში ჩადენილ სექსუალური ძალდობის მასშტაბებს.
"ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, რცხვენიათ და ამ დანაშაულების შესახებ არ ყვებიან. და ეს არა უკრაინული შემთხვევის უნიკალურობა, არამედ ტენდენციაა, რომელსაც უფლებადამცველები ყველა დროის ომში აწყდებიან", - აღნიშნავს "სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის" წარმომადგენელი ალექსანდრა მატვიიჩუკი.
მეორე მიზეზი, რომლის მიხედვით შეუძლებელია უკრაინაში მსგავსი ხასიათის დანაშაულების მასშტაბების შეფასება - მათი დიდი რაოდენობაა, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამჟამად რეგისტრირებულია 15 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე მსგავსი ეპიზოდებით. ცალკეულ ოლქებში ერთ გამომძიებელზე 200-მდე საქმე მოდის, რომლებიც გაუპატიურებას უკავშირდება.
"გამომძიებელმა ერთდრულად უნდა გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმის აღნიშნული რაოდენობა - ვერც ერთი საუკეთესო სამართლებრივი სისტემა მსოფლიოში ვერ გაუმკლავდება ეფექტიანად ასეთ ამოცანას. ამასთან, ომი გრძელდება და დანაშაულების რაოდენობა იზრდება", - აღნიშნავს მატვიიჩუკი.