საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ძველ საზღვრებში საუბარიც კი ზედმეტია. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ადრინდელ საზღვრებში საუბარიც კი ზედმეტია", _ განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიებში რუსეთი, ევროკავშირი, აშშ, ეუთო და გაერო შუამავლების სტატუსით მონაწილეობენ, პროცესის თანასწორუფლებიანი მონაწილეების სტატუსით მონაწილე საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანასწორუფლებიან სტატუსს მოლაპარაკებათა პროცესში ადასტურებს მათი სტატუსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა", _ დასძინა ლავროვმა.