რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ომში უკვე დაიწყო გარკვეული გარდამტეხი პერიოდი - მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის 16 პოზიცია ყაზარმებთან და საბრძოლოს მასალების საწყობებთან ერთად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
ოპერატიულ პაუზას, რომელიც მტერმა აიღო, პოდოლიაკი უკავშირებს ოკუპანტების ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და საბროლო მასალების დიდ დანაკარგს. მისი თქმით, რუსებს ლოჯისტიკა ცუდად აქვთ დალაგებული, ამიტომ ისინი ცდილობენ გადაჯგუფებას და ძალისა და ტექნიკის შევსებას.
"ამიტომ ომში გარკვეული გარდატეხა უკვე იწყება. ეს კი იმიტომ, რომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შევუტევთ სწორედ საწყობებსა და არმიის სტრუქტურების ოპერატიული მართვისა და კონტროლის ცენტრებს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, გარდატეხისთვის აუცილებელია შეიარაღების დიდი რაოდენობა ფრონტის ხაზზე. მას შეუძლია შეცვალოს საქმის არსებითი მდგომარეობა.
მან ასევე ხაზი გაუსვა მტრის პანიკურ განწყობას. მისი თქმით, რუსები დემორალიზებულები არიან მათი „მასობრივი უტილიზაციის“ გამო.
"ჩვენ პარტნიორებსაც ესმით, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და არტილერიის პარიტეტი შესაძლებლობას მოგვცემს სწრაფად გავათავისუფლოთ უკრაინის ტერიტორიები", - აღნიშნა პოდოლიაკმა.