არ უნდა დავუშვათ, რუსეთმა "დიდი ოცეულის" სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
მისი თქმით, ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა.
"ჩვენი, ყველას ინტერესია, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და დაცვა უზრუნველვყოთ. ეს ჩვენი საერთო ინტერესია. ასევე, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატო არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა", - თქვა ბერბოკმა.
"დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება.