"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მელაშვილის მეუღლემ მაგდა პოპიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მან "ცოტა ხნის წინ მიიღო".
"მიზეზებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განმარტა პოპიაშვილმა და არც ის დააკონკრეტა, მელაშვილის პოლიტიკიდან წასვლა "ეროვნული ფორუმის" "სახალხო კრებაში" გაწევრიანებას ხომ არ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ "ეროვნული ფორუმიდან" მიდის თავად პოპიაშვილიც, რომელიც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.