"ქრისტიან-დემოკრატები" მთის კანონის სასწრაფოს შემეუშავებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, მაღალმთიან რაიონებში დემოგრაფიული თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა შექმნილი, რადგან ადრე თუ სკოლას 10-12 ბავშვი მაინც ამთავრებდა ახლა პირველ კლასში ერთი ან ორი ბავშვი ყავთ მიღებული.
"უნდა შემუშავდეს ძალიან კონკრეტული რეგულაციები, რომ ამ ადამიანებს მოტივაცია გაუჩნდეთ მთაში გამაგრების. უნდა შეიქმნას საშეღავათო რეჟიმი, რომელიც გავრცელდება მაღალმთიან საზღვრისპირა რეგიონებზე, ანუ პედაგოგებს და ექიმებს მთაში უფრო მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ ვიდრე ბარში, ასევე მთელი რიგი შეღავათებით ნდა სარეგებლობდნენ საშემოსავლო გადასახადი იქნება ეს თუ დღგ, მიწის, ქონების გადასახადი. საშეღავათო სისტემა უნდა იყოს ძალიან მოქნილი რომ მთის მოსახლეობას იქ მუშაობის მოტივაცია გაუჩნდეს და ბარში ჩამოსულებიც კი უკან დაბრუნდნენ", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებით კატასტროფული ვითარებაა საზღვრისპირა რაიონებში, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოებაზეა მიბმული.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ მთა განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რაიონები დაიცალა, მას ვინც დაიკავებს და ესენი იქნებიან ჩვენი არაკეთილმოსურნე ჩრდილოელი მეზობლები. ამიტომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია რადგან თუ დავაგვიანებთ რამდენიმე წელი შეიძლება გადასარჩენი აღარაფერი დაგვრჩეს", - აღნიშნა ახვლედიანმა.