უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან, დაარტყან ყირიმის ხიდს, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
თუმცა, არესტოვიჩის თქმით, ამისთვის აუცილებელია შეირჩეს მომენტი, როდესაც ხიდის განადგურება მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს რუსეთს.
არესტოვიჩმა დასძინა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა მართლაც შესაძლებელია. მაგრამ ჯერჯერობით რთულია უკრაინის სარდლობის რაიმე კონკრეტულ გეგმებზე საუბარი.
არავინ გრძნობს სენტიმენტებს. თუ საჭირო იქნება, ყირიმის ხიდს დავარტყამთ, საჭირო მომენტში, საჭირო დროს", - თქვა არესტოვიჩმა.
მან დასძინა, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სავარაუდოდ, არ გააჩნიათ იარაღი, რომლითაც ხიდზე დარტყმა ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა.
"მაგრამ დადგება მომენტი და... ვნახოთ. ამ ომში დიდი ხანია არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა", - დაასკვნა არესტოვიჩმა.