საქართველოში H1N1 ვირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა. ამჯერად ე.წ. ღორის გრიპი ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობის კურსს საკუთარ სახლში გადის.
"სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია ვირუსის მატება, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, რადგან ქვეყანაში შესაბამისი მედიკამენტების სრული მარაგია", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა ორი კვირის წინ დაფიქსირდა.