"ქრისტიან-დემოკრატების" სპიკერი გიორგი თარგამაძე ევროკავშირს პირველი პრეზიდენტის არჩევას ულოცავს და იმედოვნებს, რომ იგი აქტიურად ჩაერთცება ოთხი დაკავებული ბავშვის გათავისუფლების საკითხში. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა 19 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან ევროკავშირმა აირჩია პირველი პრეზიდენტი.
"ეს კი განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტად არჩეულია ბელგიის პრეზიდენტი, რომელიც არის "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი", - აცხადებს თარგამაძე და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი აქტიურად დაიცავს ადამიანის უფლებებს და აქტიურად ჩაერთვება ოთხი ქართველი ბავშვის გათავისუფლებაში, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
"წელს შესრულდა 20 წელი, რაც გაერომ მიიღო რეზოლუცია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ და იმედოვნებს, რომ ეს ფაქტორიც იქნება გათვალისწინებული. "ამ საკითხში ევროსაბჭო არის აქტიურად ჩართული, მაგრამ მართლაც დადგა დრო, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეთ და იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯებს ევროკავშირის პრეზიდენტი გადადგავს",- აცხადებს თარგამაძე.