უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა.
ლატვიელი სპეციალისტის საქციელმა საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს შორის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტს საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, 2011 წელს ის სოხუმის მწვრთნელი იყო.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრებს რიგაში უმასპინძლა და ანგარიშით 79:66 გაიმარჯვა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო თამაშს 4 ივლისს, თბილისში გამართავს და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.