მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი იპოვეს, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარი აღმოჩნდა. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.
"ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევებში. კიევის ქუჩა 53. ისევ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. გადასვენებაზე საუბარი ჯერ კიდევ არ არის. ადამიანები ფაქტობრივად, სამარხებში აგრძელებენ ცხოვრებას", - ამბობს ანდრიუშჩენკო.
მისი თქმით, მარიპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად, შეჩერებულია.
"საოკუპაციო რეჟიმი იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ გადასვენებისთვის არ სცალია. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცა", - აღნიშნა მან.