პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ანრი ოხანაშვილს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თავს დაესხა, სიტუაციას ასე ნუ წარმოაჩენთ და ნუ შევეცდებით, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია შევთავაზოთ. ამერიკის საელჩოში მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლებოდა, კონფლიქტი გამოეწვია. ამ მძიმე შეურაცხყოფას შელაპარაკება და ადამიანურად ისეთი ფორმით დაპირისპირება მოჰყვა, რასაც შეგვიძლია, დავარქვათ, რომ ადამიანს ნერვებმა უმტყუნა ისეთი მძიმე შეურაცხყოფა იყო, რომელიც მიაყენეს. ისე წარმოჩენა, რომ ვინმეს ვინმეს გაუფრთხილებლად მივარდა და მასზე იძალადა, არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი. ეს არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ნუ შევეცდებით, სიტუაცია ისე წარმოვაჩინოთ, რომ ვინმემ ვინმეზე უმიზეზოდ იძალადა. მანდატის დატოვების მოთხოვნა კი, მტკნარი აბსურდია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
"ჩვენ, ქართველი საზოგადოება უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, მომთმენები და გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ველურები აუცილებლად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - განაცხადა ლელა ქებურიამ.
ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მიმდინარეობდა, "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოაწყო და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".