უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ოდესაზე, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.
რაკეტები ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელი ბაზის ტერიტორიას მოხვდა.
სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა დასასავენებელი ბაზის სამი და ოთხსართულიანი შენობები.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციით, ოდესაზე იერიში რუსეთის სტარატეგიულმა ბომბდამშენებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს.
სარდლობის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების სტრატეგიული ავიაციის Ту-22 ტიპის თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონს ესროლეს სამი რაკეტა Х-22