დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.
„ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!..კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4-მა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია, რაც მოხდა და მიუღებელია,მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა,უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ“, - წერს ზარქუა.
ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.