საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკიამ თანამდებობას ტოვებს. ელჩმა თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა.
"გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაისს ოფიციალურად მიმართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს მომავალში, ელჩის ახალი კანდიდატურის წარდგენაზე", - განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში.
თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.