სირიამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის ხელისუფლებამ თებერვალში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.
სირიამ 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა.