უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს "დიდი ოცეულის" (G20) ფორმატის შენარჩუნებას.
"ნათელია ერთი რამ: G20-მა უნდა გააგრძელოს თავისი როლის შესრულება", - განაცხადა შოლცმა მედიაკომპანია ZDF-ის პროგრამა "Morgenmagazin-ში.
მისი თქმით, "დიდი შვიდეულის" სამიტის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო სურვილი "არ მოახდინონ G20-ის ტორპედირება".
შოლცს არ გაუცია ერთმნიშვნელოვანი პასუხი შკითხვაზე, დაჯდება თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
"ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ გამგზავრებამდე ცოტ ხნით ადრე, რადგან იმ დროისათვის ვითარება მსოფლიოში, შესაძლოა, ძლიერ შეიცვალოს", - განაცხადა კანცლერმა.
უახლოესი სამიტი მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე წამყვანი სახელმწიფოებისა და მთავრობების ჯგუფის, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთი, ნოემბერში ინდონეზიაში გაიმართება.
ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა არ დაუშვან G20-ის ფორმატის დაშლა რუსეთის პრეზიდენტის იზოლირების სურვილის გამო.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პუტინი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, ეს სამიტის ბოიკოტის საბაბი არ უნდა გახდეს.
"ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ხომ არ მოვახდენთ მთელი G20-ს პარალიზებას, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერს ამას [ბოიკოტს],- თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სამიტი გამოყენებული იქნას იმისთვს, რომ პუტინს სახეში მიახალონ, თუ რას ფიქრობენ მასზე და მის ქმედებებზე.